ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, დასასრულს უახლოვდება მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა.
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, დასასრულს უახლოვდება მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა.
ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში მიაჩნიათ,რომ გახანგრძლივებული მასშტაბური შეზღუდვები, ჩაკეტილი ზამთრის კურორტები, კვების ინდუსტრია და გიდები, რომლებიც უკვე ერთი წელია ყოველგვარი შემოსავლისა და საარსებოს გარეშე არიან დარჩენილები, სასიკვდილო დარტყმას აყანებს ტურიზმის ინდუსტრიას!
ხელახალი არჩევნები , საარჩევნო ადმინისტრაციის ახლიდან დაკომპლექტება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება-ამ მოთხოვნებით დღეს ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართა.
,,ეს მოთხოვნები თუ არ იქნა შესრულებული, პოლიტიკური ჩიხიდან ვერ გამოვალთ . ქვეყანამ რომ განვითარება დაიწყოს და არა ჭაობში ჩაძირვა, ისე როგორც დღეს არის, ამ დათმობაზე უნდა წამოვიდეს ხელისუფლება.ჩვენ აქციების გაგრძელებას ვაპირებთ.,, -აცხადებს ირაკლი პავლელიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი.
,,ბიძინა ივანიშვილი გაყალბებული არჩევნებით ცდილობს დარჩეს ხელისუფლებაში და გაიფორმოს უზურპატორობა.,,-ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი , ,,დაიცავი არჩევანის ,დამფუძნებელი კოკა კოპალიანი.
1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე. ამის შესახებ საკოორდიანციო საბჭოს სხდომის შემდეგ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის თვის განმავლობაში შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს.
„უნდა აღვნიშნო, რომ პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.
იმის გათვალისწინებით რომ მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, სკოლები იწყებს ფუნქციონირებას და მაღაზიები. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ ეს გაზრდილი მობილობა შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში ამ ქალაქებში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები კვების ობიექტები, მაღაზიები, იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში“, - აცხადებს ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.
რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.
ქუთაისში პირველი თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.ქუთაისის გარდა მსგავსი სქემა თბილისსა და რუსთავში იმოქმედებს.
რაც შეეხება ბათუმს, ზუგდიდს, გორს, ფოთსა და თელავს, ამ ქალაქებში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება, თუმცა სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება.ღნიშნულ 5 ქალაქში შაბათ-კვირას ასევე არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც 1-ელი თებერვლიდან აღდგება.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი…
ორშაბათი აპრილი 13
In საზოგადოებადღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი…
პარასკევი აპრილი 10
In რელიგიაქუთაისში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას. ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა…
ხუთშაბათი აპრილი 09
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, მერის მოადგილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა…
ხუთშაბათი აპრილი 09
In საზოგადოება1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის…
ხუთშაბათი აპრილი 09
In საზოგადოება