7 თებერვალს ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
მონაწილეებმა შეაფასეს ადვოკატირების პროცესის დინამიკა.
განიხილეს, თუ რა საკითხები აისახა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და რა საჭიროებს დამატებით სამუშაოებს.
7 თებერვალს ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
მონაწილეებმა შეაფასეს ადვოკატირების პროცესის დინამიკა.
განიხილეს, თუ რა საკითხები აისახა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და რა საჭიროებს დამატებით სამუშაოებს.
„სტრესთან ბრძოლის რესურსული მდგომარეობის ძიება“ ეს არის პირველი, პრეცედენტული ტრენინგის თემა ქუთაისში, რომელიც უკრაინელმა ფსიქოლოგებმა - მარინა სტეპანენკომ და ანა შალიმოვამ ჩაატარეს, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით.
ტრენინგში მონაწილე 10 უკრაინელმა ქალმა მიიღო ინფორმაცია შემდეგ თემებზე: რა არის სტრესი და როგორ ვლინდება ის.
ტრენერებმა მონაწილებისთვის პრაქტიკული სავარჯიშოები სტრესის აღმოსაჩენად და ინდივიდუალური რესურსის მოსაძებნად ჩაატარეს, რის შემდეგაც, საგრძნობლად შეიცვალა მათი ემოციები უკეთესობისკენ.
მონაწილეების შეფასებით, ტრენინგი მშობლიურ ენაზე კომუნიკაციით, სწორად არჩეული თემებით და ერთმანეთთან როლური თამაშების თერაპიით, ქალთა ფონდ "სოხუმის" საუკეთესო ინიციატივაა მათი რეალურად გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის.
„არაფერი ისე არ გვაბედნიერებს, როგორც ფონდი "სოხუმის" ოფისში მოსვლა და თქვენი თანადგომის მიღება. თქვენ ნამდვილად იცით, როგორ მოუაროთ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი სამშობლოს და სახლის დატოვება აიძულეს. გვინდა, მსგავსი შეხვედრები და სწავლება, უფრო ინტენსიური იყოს ყველა საკითხზე, რომელიც ჩვენი სტრესის მიზეზი და შედეგია“ - განაცხადა ერთ-ერთმა ტრენინგის მონაწილემ.
25 იანვარს ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
მონაწილებმა გასული წელი შეაჯამეს და იმ სიახლეებზე ისაუბრეს, რაც გამოიკვეთა ადგილობრივ ბიუჯეტში პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით.
ასევე ისაუბრეს რა იგეგმება მომავალში და რა ინფორმაცია და დაპირებები აქვთ ადგილობრივი ხელისუფლებიდან.
პრობლემების ადვოკატირების პროცესი გაგრძელდება.
UN WOMEN-ის პროექტის ფარგლებში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ შექმნილი წყალტუბოს ქალთა ქსელი აქტიურად აგრძელებს მუშაობას, იმ პრობლემების მოსაგვარებლად ,რომელიც დევნილთა ჩასახლებებში კვლევის პროცესში წარმოჩინდა.
ქსელის ლიდერი ქალბატონები მჭიდროდ თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ადვოკატირებული პრობლემების უმრავლესობა უკვე შესაბამისი უწყებების მხრიდან მოგვარებულია.
რაც შეეხება 1325 სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციას, წყალტობოს მუნიტიპალიტეტის - „გენდერული საბჭო“ ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა, რომელიც მიყვება იმ სტანდარტების დანერგვას და გათვალისწინებას რომელიც მნიშვნელობანია ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
-როგორი იყო გასული საპროექტო წელი, პრობლემათა ადვოკატირების კუთხით როგორი დინამიკა იკვეთება და რძელვადიან პერსპექტივაში რა მოლოდინები არსებობს - ამ საკითხებზე იმსჯელეს სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინფორმატით გამართულ შეხვედრაზე.
ადვოკატირების პროცესში გარკვეული სიახლეები არსებობს, რომელიც პრობლემის მოგვარების პერსპექტივებს იძლევა.
პარალელურად საინიციატივო ჯგუფის წევრები იმ პრობლემებზეც მუშაობენ, რომელიც ძლიერი ქარის დროს სამხედრო დასახლებაში შეიქმნა. პრობლემები, რომელიც ელექტროსადენების, სახურავის დაზიანებას ეხება, თვითმმართველობის ჩართულობით უკვე აღმოფხვრილია.
ხონში შექმნილი ქალთა ქსელი აქტიურად აგრძელებს მუნიციპალიტეტში დევნილთა თემის პრობლემების ადვოკატირების კუთხით მუშაობას. ქსელის აქტივისტები ადევნებენ თვალს იმ პრობლემების ადვოკატორების დინამიკას, რაც მათ მიერ იქნა წამოჭრილი. რისთვისაც მჭიდრო კუმუნიკაციაში არიან ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან.
პრობლემების ნაწილი უკვე ასახულია ბიუჯეტში და მათი გადაჭრა 2023 წელს ეტაპობრივად მოხდება. განსაკუთრებით აქტიურად მოხდა ინფრასტრუქტურული საკითხების ლობირება: საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა, ფასადების შეკეთება და საწვიმარი ღარების დამონტაჟება.
ასევე ქსელის მოდერტორი შეხვდა გენდერული საბჭოს წევრს, შეხვედრაზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ გენდერული საბჭოს 2023 წლის სამოქმედო გეგმაში ასახულია ის აქტივობები, რაც ქუთაისში პროეტის ფარგლებში ჩატარებულ ვორკ-შოპზე ხონის ჯგუფის მიერ იქნა გაწერილი, რაც ხელს შეუწყობს რეზოლუცია 1325 სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციას.
ჭიათურის სასწრაფო დახმარების ექიმი ნინო კლდიაშვილი იხსენებს, რომ ადგილზე მისულ მე-3 ბრიგადას შუახნის მამაკაცი დახვდა.…
პარასკევი ნოემბერი 21
In ჯანდაცვა21 ნოემბერს მთავარანგელოზობა აღინიშნება.მათი სახელობის ეკლესია ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე მდებარეობს. მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა…
პარასკევი ნოემბერი 21
In რელიგიაქუთაისში, რუას ქუჩის I ჩიხში საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ქუთაისის მერი დავით…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოებასამშაბათს, 25 ნოემბერს, ჭიათურელი მაღაროელების 270-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბებიან. აქცია…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო…
ოთხშაბათი ნოემბერი 19
In საზოგადოება