გუმათჰესთან ისევ ხმაურია. აქტივისტებმა ე.წ.,,ხმაურის აქცია,, დაიწყეს.ისინი რიონის ხეობის შესასვლელთან პოლიციის მიერ აღმართულ რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამენ. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ბარიკადებთან საგამოძიებო მოქმედებები განაახლა. საქმე ბარიკადების დაზიანებასთან დაკავშირებით არის აღძრული, ადგილზე პერიმეტრი ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული.
აქციის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.