დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს 22 საშუალო და მსხვილი კომპანია 100-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სფეროდან. მათ შორის: სამომხმარებლო, გაყიდვების, სადაზღვევო, კვების წარმოებისა და ვაჭრობის .
სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაციის პროცესი 12:30 საათიდან დაიწყება, ფორუმი კი 13:00 საათიდან 16:00 საათამდე გაგრძელდება, მის: ცისფერყანწელების #9 (ოქროს ჩარდახის ტერიტორია)
დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ ვაკანსიებს, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ დამსაქმებლებთან და აირჩიონ სხვადასხვა შეთავაზება, რამდენიმე პოტენციური დამსაქმებლისგან.
ფორუმი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივითა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით იმართება. ფორუმის მხარდამჭერია ქუთაისის მერია, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.