,,პარადოქსია, მაგრამ ხელისუფლებას დასჭირდა მედიატორი საკუთარ მოსახლეობასთან “ - ასე აფასებს რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი ხვალ დაანონსებულ შეხვედრას, რომელიც მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებლებს , ხელისუფლებასა და ევროკავშირის ენერგო თანამეგობრობის წარმომადგენლებს შორის გაიმართება. განსახილველი თემა ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხი იქნება. მაკა სულაძე იმედს იტოვებს , რომ უცხოელი მედიატორების ჩართულობა შედეგს გამოიღებს. შეხვედრა თბილისში გაიმართება.
,,ვნახოთ, როგორ გაიაზრებენ იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას სახელმწიფო და რომლის გამოც ნახევარი წელია ქუჩაში ვდგავართ საზოგადოება,,-მაკა სულაძე.