დღეს იუსტიციის მინისტრს ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში ხელი მემორანდუმისთვის უნდა მოეწერა. მედიის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრის ღონისძიების დაწყებამდე პრემიერ მინისტრის გადადგომის და 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს დამნაშავე ჯგუფების დასჯას მოითხოვდნენ, თუმცა მინისტრმა გეგმა შეცვალა და ღონისძიება ჩაშალა. ის დარბაზში აღარ შევიდა. მედიის წარმოამდგენლებმა კი თავიანთი პერფორმანსი მაინც ჩაატარეს.