- საზოგადოება
- გადასვლები: 1029
ფლანგვის დეტექტორი-ქუთაისის მერიამ წვეულებებში სოლიდური თანხები დახარჯა
2020 წელს წარმომადგენლობითი ხარჯების სახით თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის მერიებმა 245,442 ლარი დახარჯეს.
2020 წელს წარმომადგენლობითი ხარჯების სახით თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის მერიებმა 245,442 ლარი დახარჯეს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2021 წლის საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებას განახლებული სახით შეხვდება. დასასრულს უახლოვდება აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშოები, სადაც შიდა ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქუთაისის აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო. მასთან ერთად აეროპორტში არსებული ვითარება დაათვალიერეს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
ოცამდე მუშამ დღეს აქცია გამართა.ისინი დევნილებისთვის კორპუსების მშენებლობაზე იყვენენ დასაქმებული.მუშები დამსაქმებელმა, შპს ,.კრეატივის,, ხელმძღვანელმა სულხან გოგიბერიძემ გუშინ სამსახურიდან დაითხოვა.აქციის მონაწილეები ამბობენ,რომ გათავისუფლება უმიზეზოდ მოხდა.ისინი ხელშეკრულების გარეშე იყვნენ დასაქმებული და ახლა არც კომპენსაციებს არ აძლევენ.
,,პირობები იყო ძალიან ცუდი.მინიმალურ თანხაზე გვამუშავებდნენ.იყო ცუდი მოპყრობა.არ გვქონდა დასვენების დღეები.თუ რამეს იტყოდი,მიბრძანდი-ეს იყო პასუხი.გუშინ ჩვეულებრივ ვიმუშავეთ.დღის ბოლოს დაგვიძახა უფროსმა და გვითხრა გათავისუფლების შესახებ,,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ,კობა ხაჟომიამ.
აქციის მონაწილეებს სოლიდარობა პარტია ,, თავისუფალი საქართველოს,, თანათავმჯდომარემ გამოუცხადა.
,,საქართველოში შრომით ურთიერთობებში ოცდამეერთე საუკუნე ჯერ არ შემოსულა.ამუშავებენ ადამიანებს მეცამეტე საუკუნის პირობებში.ოცამდე ადამიანი გამოყარეს სამსახურიდან.ამაში არის დამნაშავე სახელმწიფო ,რომელიც ვერ იცავს ადამიანის შრომით უფლებებს,,-განაცხადა გოგი წულაიამ.
ქუთაისში,პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილებისთვის კორპუსებს დევნილთა სამინისტროს დაკვეთით შპს ,,კრეატივი,, აშენებს.შპს-ეს ხელმძღვანელობამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
გაიზრდება თუ არ მგზავრობის საფასური ქუთაისში?ქალაქის მერი ამბობს,რომ ამ ეტაპზე არა.თუმცა ძველი ტარიფი მხოლოდ დროებით დარჩება,მანამ,სანამ გადახდის ახალი სისტემა დაინერგება.
,,იქამდე, ვიდრე ავტობუსებში არ იქნება დამონტაჟებული უკონტაქტო გადახდის სისტემები, ეს ძველი ტარიფები ძალაში დარჩება .ამიტომ მინდა ვუთხრა მოსახლეობას კიდევ ერთხელ, რომ ვინარჩუნებთ აღნიშნულ სატარიფო პოლიტიკას.,,-განაცხადა ქუთაისის მერმა.
მუნიციპალურ ახალ ავტობუსებზე მგზავრობის ღირებულების გაზრდის შესახებ გუშინ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა.გიორგი გიორგობიანის თქმით,სამგზავრო სავარაუდოდ 10 თეთრით გაიზრდება,თუმცა საკითხს საკრებულოს თანხმობა სჭირდება.
დღეს ქუთაისში ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა.ქალაქმა კიდევ 24 ახალი,თანმედროვე სტანდარტის ლურჯი ავტობუსი მიიღო.ტრანსპორტი ქუთაისის მერმა დაათვალიერა.8 თებერვლიდან ქალაქში ჯამში 60 ავტობუსი იმოძრავებს.
სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ოფიციალურ სტუმრებს საკუთარ სახლში უმასპინძლა. მისი თქმით, ეს იყო ოფიციალური დელეგაცია, რომელსაც ე.წ. დილივერის სერვისით გაუმასპინძლდა. საქმე ეხება დახარჯულ 1 200 ლარს.ზვიად სალამბერიძე არ აკონკრეტებს, რომელი დელეგაცია მიიღო,ან რაზე ისაუბრეს და რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
,,ამაში უცნაური არაფერია, ჩვეულებრივ ,,დილივერის,, სერვისით ვსარგებლობთ, რა დაინახეთ ამაშ უცნაური?სად მივიტანეთ? თუნდაც ჩემს სახლში პირადად,, -განაცხადა ფაქტის კომენტირებისას ზვიად შალამბერიძემ.
ჭიათურის სასწრაფო დახმარების ექიმი ნინო კლდიაშვილი იხსენებს, რომ ადგილზე მისულ მე-3 ბრიგადას შუახნის მამაკაცი დახვდა.…
პარასკევი ნოემბერი 21
In ჯანდაცვა21 ნოემბერს მთავარანგელოზობა აღინიშნება.მათი სახელობის ეკლესია ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე მდებარეობს. მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა…
პარასკევი ნოემბერი 21
In რელიგიაქუთაისში, რუას ქუჩის I ჩიხში საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ქუთაისის მერი დავით…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოებასამშაბათს, 25 ნოემბერს, ჭიათურელი მაღაროელების 270-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბებიან. აქცია…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო…
ოთხშაბათი ნოემბერი 19
In საზოგადოება