ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მოეწყო.პოლიტიკური პარტიების, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების თქმით, აუცილებელია საქართველომ მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადოს.