საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გელათის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
საიას განცხადებაში წერია,რომ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების შესახებ საქმეს იძიებს ის საგამოძიებო ორგანო, რომელსაც ფინანსური დანაშაულების გამოძიების გამოცდილება აქვს და არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებასთან დაკავშირებით შესაბამისი გამოცდილება.
საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს:
სისხლის სამართლის საქმე, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოსაძიებლად დაექვემდებაროს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს;
გამოძიების მიმდინარეობისას, კვალიფიკაციის ნაწილში დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი (სამსახურებრივი გულგრილობა);
მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა მიმდინარე შედეგების შესახებ.