სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რიონის ხეობაში მყოფ იმ პირებს შეხვდა, რომლებიც ,,ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგნი არიან და ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. სოფელ გუმათის შესასვლელთან პოლიციის ბლოკპოსტია მოწყობილი, შეზღუდულია გადაადგილება.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რიონის ხეობაში მყოფ იმ პირებს შეხვდა, რომლებიც ,,ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგნი არიან და ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. სოფელ გუმათის შესასვლელთან პოლიციის ბლოკპოსტია მოწყობილი, შეზღუდულია გადაადგილება.
იმერეთში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საქართველოში ევროკავშირის ოფისის პროექტების განყოფილების უფროსი სიგრიდ ბრეტელი ადგილზე გაეცნენ.

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოქალაქე დაშავდა, დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი
ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებულ ისტორიულ პროფესიულ სასწავლებელს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება და რამდენიმე თვეში დასრულდება. განახლებული, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი კოლეჯი მსურველებს ძირითადად, სოფლის მეურნეობის მიმართულების პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 5 600 000 ლარია. იმერეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტით მყოფი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ კოლეჯში მიმდინარე სამუშაოებს. მინისტრის მოადგილემ რეაბილიტაციისას გასათვალისწინებელ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯიხაიშის კოლეჯი უნდა იქცეს საგანმანათლებლო ცენტრად, სადაც თანამედროვე პროფესიული განათლების მიღება ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის როგორც იმერეთის რეგიონიდან, ისე მთელი საქართველოდან. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დიდი ჯიხაიშის კოლეჯის რეაბილიტაციის, პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების პროცესში სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის დაქვემდებარებაშიც დაწესებულება 2016 წლიდან არის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს გაწეული ხარჯები, რამაც ჯამურად 5,182,978 ლარი შეადგინა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ონლაინ პლატფორმის საშუალებით მერებთან, რეგიონში არსებული ეპიდვითარება განიხილა და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
ჭიათურის სამგზავრო ბაქანსა და მოსაცდელ პავილიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია,,ბინი,, შეასრულებს. ჭიათურის სამგზავრო ბაქანსა…
პარასკევი იანვარი 23
In საზოგადოება24-26 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 24-25 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 26…
პარასკევი იანვარი 23
In საზოგადოებაახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტი - ,,LEVEL UP“ განხორციელდა. ოთხდღიანი საბანაკე პროგრამის…
ხუთშაბათი იანვარი 22
In საზოგადოებატყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის,თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და…
ოთხშაბათი იანვარი 21
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ახალი მმართველი პარმენ სიგუნავა…
ოთხშაბათი იანვარი 21
In საზოგადოება