იმერეთის მასშტაბით სწრაფი ტესტირების ჩატარება 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი.
იმერეთის მასშტაბით სწრაფი ტესტირების ჩატარება 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი.
ქუთაისში არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებს კიდევ ერთი დაემატება. ,,ევექსის,, ქსელში შემავალი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც იაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, კოვიდპაციენტებს უახლოეს პერიოდში მიიღებს.ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდკლინიკისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა.
კლინიკის დირექტორის, მამუკა იოსელიანის თქმით , პაციენტების ნაწილი, , რომლებიც მკურნალობის კურსს მათთან გადიოდნენ, გამოჯანმრთელდა, ხოლო ნაწილი სხვა კლინიკაში იქნა გადაყვანილი.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა მანქანების ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს -2003 და 2004 წელს დაბადებულები.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, 4 მოქალაქის კუთვნილი ავტომობილებიდან კომპიუტერული მოწყობილობა - ე.წ. პლანშეტი, ასევე, სხვადასხვა დასახელების პირადი ნივთები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტში დაფიქსირებულ კორონავირუსის 980 შემთხვევას ტესტირებების მომატებულ რაოდენობას უკავშირებს.
,,ეს არის გამოწვეული იმით, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მირებული გადაწყვეტილებით დავიწყეთ უკვე ჩვენი მოქალაქეების გაფართოებული ანტიგენით ტესტირება , შესაბამისად 400-მდე შეადგენს სწორედ ამ ანტიგენით გატესტილ რაოდენობას. ჩვენ ვაფართოებთ ანტიგენით ტესტირებას არა მარტო ქუთაისში, არამედ იმერეთის ყველა რაიონში.უფრო მასიური უნდა გავხადოთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ტესტირება. ეს გამოიწვევს იმას, რომ კიდევ შეიძლება გაიზარდოს რაოდენობა, მაგრამ დროულად მოხდება გამოვლენა ინფიცირებულების და მათი იზოლაცია,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა სახესაწოლფონდის რაოდენობაზეც ისაუბრა. ზვიად შალამბერიძის თქმით, მუნიციპალიტეტში 1200- მდე საწოლია, რასაც ხვალიდან კიდევ 55 ემატება.ახალი კლინიკა, რომელიც კოვიდპაციენტებს მიიღებს, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრია, რომელსაც ჰიბრიდული ტიპის კლინიკის სტატუსი ექნება .
ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის მესამე შესახვევში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მოასფალტდა გზის საფარი, გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „დაგი პლიუსი“ ასრულებს, რისთვისაც 258 ათასი ლარი იხარჯება.
ქუთაისის მასშტაბით გაზრდილ პენსიას 35 761 ადამიანი მიიღებს. იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ინფორმაციით, ქუთაისში ასაკით პენსიის მიმღები 35 761 პენსიონერიდან 70 წელს გადაცილებულია 18 067 პირი, ხოლო 60-დან 70 წლამდე კატეგორიის პენსიონერთა რაოდენობა 17 694-ია.
შეგახსენებთ,რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პენსია მოიმატებს. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარით და განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ტექნოლოგიური ჰაბი პარლამენტის ყოფილ შენობაში…
სამშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოებაქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა. პარკის მშენებლობის ადგილზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი…
სამშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოება20-21 სექტემბერს ზესტაფონის მერიის ორგანიზებით, ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი "სულიკო 2025" და ტრადიციული სახალხო ზესტაფონქალაქობის დღესასწაული…
სამშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოება18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია…
სამშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოებაქუთაისში, მერიის შენობის წინ დღეს ტრადიციულად,საპროტესტო აქცია გაიმართა. უწყვეტი წინააღმდეგობის 292-ე დღეს ქუთაისში შეკრებილებმა უკანონოდ…
ორშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოება