24 თებერვალს ხონის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლიან რეჟიმში ჩატარდა ვორქშოპი თემაზე - ,,სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა კვლევის პრაქტიკა,, .
მონაწილეებს ამომწურავი ინფორამცია მიეწოდათ რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევის ჩატარების შესახებ;ასევე რაოდენობრივი კვლევის ჩატარებისთვის ჯგუფებთან პრაქტიკული მუშაობის უნარებზე და როგორ უნდა ჩატარდეს ხარისხობრივი გამოკითხვები.
ინფორმაცია პრაქტიკულ რჩევებსა და მაგალითებზე დაყრდნობით იყო მიწოდებული. შეხვედრამ მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია, განსაკუთრებით ინტერესით იყვნენ ჩართულები ონლაინ ანკეტის დეტალურ განხილვაში. ასევე დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრება ანკეტის შინაარსთან დაკავშირებით.