მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ეკონომიკის ახალ მინისტრს მიმართავენ და მასთან შეხვედრას ითხოვენ.როგორც ვარლამ გოლეთიანმა დღეს მედიას უთხრა,მოითხოვენ,ნმინისტრმა კონკრეტულ კითხვებს გასცეს პასუხი,როგორიცაა პირველ რიგში პროექტის უსაფრთხოება .წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის აქტიურ ფაზაზე გადავლენ და კომპანია "ენკას" ბლოკირებას მოახდენენ.
"ჩვენი მიზანია, მივმართოთ ეკონომიკის შეცვლილ მინისტრს და ვურჩიოთ, ნუღა გაიმეორებს წინამორბედის შეცდომებს.მოვუწოდებთ,გასცეს ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელიც არსებობს საკითხის ირგვლივ.ვთვლით, რომ უამრავი კითხვა არსებობს პასუხგასაცემი როგორც პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ისე მისი ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება, ასევე კითხვებია ხელშეკრულების ირგვლივ.ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა არის ის,რომ დავსხდეთ,ნებისმიერ სატელევიზიო,მათთვის ხელსაყრელ პირობებში,სადაც უნდათ,ოღონდ ეს პროცესი უნდა იყოს საზოგადოებისთვის საჯარო ."-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.