წუხანდელმა ძლიერმა ქარმა სამტრდიის მუნიციპალიტეტის სოფელი წიაღუბანი დააზარალა.სოფელში ორ სახლს სახურავი გადახადა. ასევე ქარმა ხეები წააქცია.
წუხანდელმა ძლიერმა ქარმა სამტრდიის მუნიციპალიტეტის სოფელი წიაღუბანი დააზარალა.სოფელში ორ სახლს სახურავი გადახადა. ასევე ქარმა ხეები წააქცია.
,,მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება,, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმამთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, რიონის ხეობაში მთავრობის წევრების ჩასვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, მოლაპარაკებებისთვის „კარი ყოველთვის ღიაა“.
„ჩვენი გეგმა გაჟღერებულია. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ, პრაქტიკულად მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე.
კვლევები გაგრძელდება, უფრო მეტიც, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე პირადად ჩაერთო სახელმწიფოს მოწვევით მედიაციის პროცესში.
ეს მედიაციის პროცესი იქნება არასამთავრობო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის, კონკრეტულად რამდენად სწორად იყო პროცესი წარმართული, იგივე გარემოზე ზემოქმედების შეფასება, როგორ წარიმართება სამომავლო კვლევები. ეს გააჩენს ნდობას პროექტის მიმართ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ კანონმდებლობის და გაცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში“, - აცხადებს თურნავა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში მცხოვრებ სამამულო ომის ვეტერან 100 წლის ნონა აგიაშვილს ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლის თავი მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ მიულოცა. დღესვე მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ, მერიის საკრებულოს და აიპების წარმომადგენლებთან ერთდ, მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, თანამებრძოლების ხსოვნას პატივი სამამულო ომის მონაწილემ ნონა აგიაშვილმა მიაგო. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 70 000 ადამიანი იბრძოდა, საიდანაც ნახევარზე მეტი ომში გმირულად დაეცა და უკან არ დაბრუნებულა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვეტერანები მემორიალთან შეიკრიბნენ და მეორე მსოფლიო ომის დღეები და დაღუპული თანამებრძოლები გაიხსენეს.დიდების მემორიალი ყვავილებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეამკეს და მეორე მსოფლიო ომის გმირებს პატივი მიაგეს. „ უდიდესი გამარჯვების დღეა 9 მაისი. ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავს პირველ რიგში ვულოცავ ომის ვეტერანებს, ჩვენს გმირ თანამემამულეებს. ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაამარცხეს ფაშიზმი. ბევრი მათგანი ვერ დაუბრუნდა მშობლიურ კერას. ჩვენ ყოველთვის მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას და ღვაწლს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში, საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტი - ,,LEVEL UP“ განხორციელდა. ოთხდღიანი საბანაკე პროგრამის…
ხუთშაბათი იანვარი 22
In საზოგადოებატყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის,თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და…
ოთხშაბათი იანვარი 21
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ახალი მმართველი პარმენ სიგუნავა…
ოთხშაბათი იანვარი 21
In საზოგადოებატყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა პირმა დაცვის…
ოთხშაბათი იანვარი 21
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების…
ოთხშაბათი იანვარი 21
In საზოგადოება