ძლიერი ქარის შედეგად ქუთაისში მამაკაცი დაშავდა.მას ხის ტოტი დაეცა. ინციდენტი პირველი საჯარო სკოლის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტოტი მოტყდა და ტროტუარზე მდგარ ოთხ მამაკაცს დაეცა, მათგან ერთ-ერთმა სხეულის მძიმე დაზიაანება მიიღო.
ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმის თქმით, პირველადი დათვალიერების მიხედვით,დაზარალებულს თავის ზედაპირული ტრამვა აღენიშნება. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.