ძლიერი ქარის შედეგად ქუთაისში, რამდენიმე ქუჩაზე მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები,ეტაპობრივად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
სასტუმრო "თბილისთან" ხე ავტომანქანას დაეცა, ავტომანქანაში მყოფი ორი მგზავრი არ დაშავებულა.
ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა ჭავჭავაძის გამზირზე.
ძლიერი ქარის შედეგად ქუთაისში მამაკაცი დაშავდა.მას ხის ტოტი დაეცა. ინციდენტი პირველი საჯარო სკოლის წინ მოხდა.