საავტომობილო გზების დეპარტამენტი ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენით სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს
ამ დროისათვის გზა უკვე განვლადია, ხოლო უმოკლეს ვადებში სრულად იქნება აღდგენილი საავტომობილო მიმოსვლა
ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე - სოფელ საყდართან, ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა, სადაც გუშინ დილიდან აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში მძიმე ტექნიკის საშუალებით, აწარმოებენ აქტიურ გაწმენდით სამუშაოებს, სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც მიწის ვაკისზე, ასევე მდინარის კალაპოტში
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვერცხლისფერი ნაძვის ნაცვლად, ობიექტი მოაწყო იაფფასიანი ჯიშის მცენარეებით, რის შემდეგაც ოფიციალურ დოკუმენტში შეიტანა ყალბი მონაცემები დარგული მცენარეების სახეობასთან დაკავშირებით, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ თანხას.
გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა ანაზღაურებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 - მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე .