ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდა და აღდგენა, მეორე მხრივ, უნდა ვმართოთ სიტუაცია და ამისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ამ შემთხვევაში მთავარი გამოსავალი ვაქცინაციაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორ ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად ვაქცინაციის პუნქტები დაემატება და მოსახლეობას აუხსნიან, რომ აცრის გაკეთება აბსოლუტურად უსაფრთხოა.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ვითარება, სიტუაცია უნდა ვმართოთ. გვესმის, რომ ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდა და აღდგენა, მეორე მხრივ, უნდა ვმართოთ სიტუაცია - ამისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს. მთავარი გამოსავალი ამ შემთხვევაში ვაქცინაციაა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2 000 000-ზე მეტი ვაქცინა გვაქვს და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას, რომ დროულად ჩავიტაროთ აცრები.
ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში გვინდა, ეტაპობრივად ჩავიდეთ და მოსახლეობას ვაქცინა ადგილზე მივუტანოთ. უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის ზრდა. ქვეყანა დაკეტვებს და შეზღუდვებს ვეღარ გაუძლებს. ჩვენ თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა, რამდენიმე ერთ ორ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, შესაბამისად, ვაქცინა გვიცავს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრებმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალებთან ერთდ, პროექტ „თემის ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება გენდერული სტერეოტიპებისა და ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გამართეს.
პროექტის ფარგლებში მომზადდა ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის და საჭიროებების მიხედვით სათემო ინიციატივები.
საჯარო სკოლის მოწავლეებს შორის ჩტარდა ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?
გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან. რომლის მთავარი თემა გენდერული ძალადობა და ბავშვთა უფლებები იყო.
პროექტის ფარგლებში სოფელ ფერსათში ონისე კბილაშვილის მარნის ღია სივრცეში ფილმის ჩვენება გაიმართა. „უთქმელი ისტორიები“ ასე ქვია დოკუმენტურ ფილმს რომელიც, ქართველი ფემინისტი ქალების ისტორიას მოგვითხრობს. შეხვედრას მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის ქალები, მარტოხელა დედები, სოციალური მუშაკი და გენდერული საბჭოს წევრები დაესწრნენ.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია რომელსაც გენდერული საბჭოს კოორდინატორ სოფო ნატრიაშვილთან ერთდ ტრენერი თამარ ივანაძე უძღვებოდა, რომელიც აღნიშნულ პროექტში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით ჩაერთო.
აღნიშნული აქტივობები კოვიდ პანდემიის რეგულაციების სრული დაცვით განხორციელდა.