10 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, ზოგან სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა 6-7 სექტემბერს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.
10 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, ზოგან სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა 6-7 სექტემბერს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.
ქუთაისელი მოკრივე, ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებული შტატების საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ხურციძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ რამდენიმე დარჩენილი ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთწლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში. რაღა დაგიმალოთ და უკეთეს პირობებში, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს. ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ ასეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე და მზად ვარ კარიერის გასაგრძელებლად. დიდი მადლობა ამერიკას დროულად გათავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფაქცევით და დისციპლინის მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის“, - წერს ავთანდილ ხურციძე.
ინფორმაციისთვის- 2018 წლის სექტემბერს, 41 წლის ავთანდილ ხურციძეს ბრუკლინში მოქმედი კრიმინალური ავტორიტეტის, რაჟდენ შულაიას დაჯგუფებასთან კავშირის გამო, რეკეტსა და თაღლითობასთან დაკავშირებულ საქმეზე, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე, დროებით დაიკეტება ბალახვნიდან ფოლკლორის სასახლემდე გზის მონაკვეთი.
განცხადებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში, ამ მონაკვეთზე აკრძალული იქნება ყველა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 აგვისტოდან დღემდე გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი 14 მსჯავრდებულს დაუდასტურდა.
„მიმდინარე წლის 28 აგვისტოდან დღემდე N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში კოვიდ-19 14 მსჯავრდებულს დაუდასტურდა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე არც ერთს მათგანს სამედიცინო დახმარება არ ესაჭიროება, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში არიან მოთავსებული და მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. თოთხმეტივე მსჯავრდებულს უახლოეს დღეებში დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად ჩაუტარდება ტესტირება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სასჯელის მოხდის ადგილზე დაბრუნდებიან“, - აცხადებენ უწყებაში.
"სასიხარულოა, რომ შეიქმნა ახალი ტურისტული ადგილი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ მღვიმე და გაეცნონ მის უნიკალურ ისტორიას"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში თეთრა მღვიმის დათვალიერებისას განაცხადა.
ინფორმაციას "საპატრიარქოს უწყებანი" ავრცელებს.
18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი…
შაბათი აპრილი 18
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოებაქალაქ ბათუმში ქვიშის ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობა გაიმართა. ტურნირში ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების…
პარასკევი აპრილი 17
In სპორტიინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოება