ქუთაისში სავაჭრო ცენტრ ,,ქარვასლაში" ევაკუაცია გამოცხადდა.
ქუთაისში სავაჭრო ცენტრ ,,ქარვასლაში" ევაკუაცია გამოცხადდა.
სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ნისლი, ქარის გაძლიერება.ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აღმოსავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ომის ვეტერანებთან ერთად, ყვავილებით შეამკო დიდების მემორიალი და პატივი მიაგო გმირების ხსოვნას.
დღეს დილიდან ქუთაისის სააღმზრდელო დაწესებულებებში ნობათების დარიგება დაიწყო, 9 დასახელების პროდუქტს ქალაქის ოცდაჩვიდმეტივე ბაგა-ბაღის 7 643 აღსაზრდელი მიიღებს.
აიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძვანელის, დავით წიტაიშვილი ინფორმაციით, ნობათებისთვის დაახლოებით ორას ოცი ათასი ლარი დაიხარჯა, რაც შეეხება სააღმზრდელო პროცესის დაწყებას, აღნიშნული ეპიდ ვითარებასა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული .
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.
სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, „აფხაზურმა გვარდიამ“ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
1993 წლის 16 სექტემრებს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს.
რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება „საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს“ ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს.
ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი
18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი…
შაბათი აპრილი 18
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოებაქალაქ ბათუმში ქვიშის ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობა გაიმართა. ტურნირში ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების…
პარასკევი აპრილი 17
In სპორტიინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოება