ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულმა მეშახტეებმა დაზიანებები სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად მიიღეს.
როგორც ქაშიბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობას 8 პაციენტი გადის, რომელთაგან სამი რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული და მათი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია.
„გამთენიისას ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს 8 პაციენტი კატასტროფის ბრიგადის მიერ ტყიბულიდან. სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები. სამი მათგანი მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში, აქედან ერთი მათგანის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. დანარჩენი ხუთი პაციენტი მოთავსებულია დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში, გარდა დამწვრობისა, აღენიშნებათ სხვადასხვა ადგილის ტრავმული დაზიანებები და მოტეხილობები. ამ წუთებში უტარდებათ კვლევები და გარკვეული სამედიცინო ჩარევები. იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული, საკმაოდ სერიოზულია, ერთ-ერთ მათგანს 60%-ით დაზიანება და თერმული დაზიანება აღენიშნება, ყველა მათგანი არის კონტაქტური და ადეკვატური“, - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ
ტყიბულში, მინდელის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა.ა.ი.პ.-ების წარმომადგენლებმა, დღეს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
დონორების მიერ გაღებული სისხლი ლეიკემიით და ონკო დაავადებების მქონე ბავშებს მოხმარდება.
დღესვე დონორებს აქციის ფარგლებში უფასოდ ჩაუტარდათ შემდეგი ანალიზები: სისხლის ჯგუფი და რეზუსფაქტორი, ჰეპატიტი-C, B, აივ ინფექცია და სიფილისი.
აქცია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.