ტყიბულში საძიებო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია
ტყიბულში საძიებო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ტყიბულში, ერთ-ერთ შახტაში მომხდარი შემთხვევის შესახებ. ინიციატორის ინფორმაციით, კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ იმყოფებოდა ორი მოქალაქე.
ქუთაისში, განჯის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები კორპუსის მიმდებარედ ახალი მრავალსართულიანი ბინის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, სამუშაოები სტარნდარტების დარღვევით მიმდინარეობს, ამასთან ნიადაგი არამდგრადია, რაც მეტ საფრთხეს ქმნის. ამბობენ,რომ ტერიტორიაზე რეკრიაციული ზონა უნდა მოეწყოთ, თუმცა გამწვანების ნაცვლად ადგილზე კორპუსი შენდება. მცხოვრებლების განცხადებით, სამუშაოებს კომპანია "იბერია სტარ გრუპი" აწარმოებს, რომლის მფლობელის შვილიც ქუთაისის საკრებულოს წევრია. ადგილობრივები კომპანიის ლობირებაში მერიასა და დევნილთა სამინისტროს ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, სამუშაოები სამინისტროს დაკვეთით მომდინარეობს.
კომპანიის იურისტის ,თემურ მესხის განცხადებით, სამუშაოები ყველა საჭირო ნებართვით მიმდინარეობს, დაცულია სტანდსრტები და საფრთხეც არ არსებობს. მან ასევე არ დაადასტურა ბრალდება ადგილობრივი ხელსუფლების მფარველობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ უკანონო მშენებლიბა გამორიცხულია.
27 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 - 29 ნოემბერს მცირე ნალექი შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18, +23, აღმოსავლეთ საქართველოში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისშიც 27 ნოემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
ენერგო-პრო ჯორჯია განცხადებას ავრცელებს.
მიმდინარე წლის 28 და 29 ნოემბერს გადამცემ ხაზ „ბალახვანზე“ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების უსაფრთხოების მიზნით, ღამით, 01:30-დან 07:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება აბონენტებს, რომლებიც ძაბვას იღებენ მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ქუთაისი 2"-იდან გამომავალი ფიდერებით.
2020 წლის დეკემბრიდან ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრუნვის კავშირი „ჰერა“ ბაღდათსა და ვანში ახორციელებს პროექტს „ეფექტური ორმხრივი კომუნიკაცია თემსა და მმართველობას შორის და ქალთა გაძლიერება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“. საგრანტო პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანია სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის გაძლიერება, მოქალაქეთა ინფორმირების მექანიზმების გაძლიერებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდის გზით და ქალთა ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ორივე რეგიონის თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომელიც არეგულირებდა ორმხრივ ურთიერთობებს პროექტის განხორციელების განმავლობაში.
პროექტის საწყის ფაზაში დაიგეგმა ბაღდათისა და ვანის ადგილობრივი სამთავრობო ვებ–გვერდების განახლება. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში ჩატარდა რამოდენიმე შეხვედრა ბაღდათისა და ვანის ადგილობრივი თვითმმართველობის, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან და მათთან აზრთა შეჯერების საფუძველზე, ჩამოყალიბდა სტრუქტურული და შინაარსობრივი მონახაზი განახლებული ვებ–გვერდისათვის.
ვებ–გვერდის განახლებაზე მუშაობის განმავლობაში, „ჰერა“ მჭიდროდ თანამშრომლობდა როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, რათა გვერდის საბოლოო ვერსია შესაბამისი ყოფილიყო თანამედროვე მოთხოვნებთან და ეპასუხა რეგიონში არსებული საჭიროებებისათვის.
ზემოთ აღწერილი საქმიანობების პარალელურად პროექტის დასაწყისში მოხდა ქალთა საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბება, ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აქტიური ქალებისგან. ჩამოყალიბდა 4 საინიციატივო ჯგუფი, რომელთა შემადგელობაში შედიოდა 10–10 ქალი. ამდენად, 40 აქტიური ქალი ჩაება პროექტის საქმიანობებში, რომლებთან თანამშრომლობის შედეგადაც პროექტის დასასრულს ჩამოყალიბდება იურიდიული ფორმის მქონე 4 სათემო ორგანიზაცია. აღნიშნული ორგანიზაციები გააგრძელებენ საქმიანობებს სამოქალაქო სექტორსა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ასევე მიმართავენ თავიანთ ძალისხმევას რეგიონში არსებული სხვა საჭიროებებისა და პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ქალთა საინიციატივო ჯგუფებს ჩაუტარდათ ტრენინგ–სემინარი სახელწოდებით: „ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა ჩართულობის ფორმები. სათემო ორგანიზაცია, მისი რაობა და მუშაობის პრინციპები.“ ჩატარებულ ტრენინგზე პროფესიონალი ტრენერის მიერ პროექტის მონაწილე ქალებს მიეწოდათ ინფორმაცია მოქალაქეთა ჩართულობის არსებული ფორმების და აქტიური მოქალაქეობის შესახებ, ასევე, მოხდა მონაწილეების გათვითცნობიერება სათემო ორგანიზაციების და მათი მუშაობის პრინციპების შესახებ.
„ძალიან მიხარია, რომ ამდენი ინფორმაცია გავიგე იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი მოქალაქე ჩაერთოს თვითმმართველობის საქმიანობებში. ასევე, საინტერესო იყო იმის მოსმენაც, თუ რამდენი კარგი საქმე გაკეთებულა ჩვენი რეგიონის სხვადასხვა სოფელში, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით“ – აღნიშნა ბაღდათში ჩამოყალიბებული ქალთა საინიციატივო ჯგუფისწევრმა, ქალბატონმა ლეილა გვანცელაძემ ტრენინგის გავლის შემდეგ.
პროექტის განხორციელების პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა 2021 წლის აგვისტოს ბოლოს და დაგეგმილი შედეგებიც ზედმიწევნით შესრულდა: განახლდა სამთავრობო ვებ–გვერდი როგორც ვანის, ასევე ბაღდათის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის. ჩამოყალიბდა ქალთა 4 საინიციატივო ჯგუფი – 2 ბაღდათში და 2 ვანში.
პროექტის მეორე ფაზის განხორციელების განმავლობაში – 2021 წლის სექტემბრიდან პროექტის დასასრულამდე იგეგმება აქტიური მედია კამპანია ტელევიზიით, სოციალური მედიისა და ადგილობრივი გამომცემლობების საშუალებით. კამპანიის მიზანია, ბაღდათისა და ვანისმოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე საქმიანობების და ასევე, ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში პროექტის წვლილის შესახებ.
პროექტის დასკვნით ფაზაში ქალთა საინიციატივო ჯგუფებს გაეწევათ დახმარება იურიდიულ პირად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი პროცედურების გავლაში და ამ პროცედურებისათვის საჭირო დანახარჯების დაფარვაში.
აქტივობა გაეროს განვითარების პროგრამის და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება .
18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი…
შაბათი აპრილი 18
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოებაქალაქ ბათუმში ქვიშის ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობა გაიმართა. ტურნირში ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების…
პარასკევი აპრილი 17
In სპორტიინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოება