ევროპარლამენტი საქართველოში მედიის უფლებებთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე დღეს იმსჯელებს.
ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, რეზოლუციაზე - „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დებატები დღეს გაიმართება.
რეზოლუციას კენჭს 9 ივნისს უყრიან.