ბაღდათის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს ბენეფიციარებს საახალწლოდ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადასცა.
სასურსათო პაკეტი უფასო სასადილოს 60- ვე ბენეფიციარმა მიიღო.
სადღესასწაულო ნობათი უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ბაღდათის მერმა კახა ენუქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გირგიძემ, საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
ვაქსაკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი კამპანია იანვარშიც გაგრძელება.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს და 60 წლის ნაცვლად, აცრის შემთხვევაში, 200 ლარს 50 წლიდან მოქალაქეები მიიღებენ.
„გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც 200 ლარიან წახალისებას გულისხმობდა 60 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის. ასევე კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე და თუ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანი იღებდა დახმარებას, იანვრის თვიდან უკვე მიიღებს 50 წელს ზემოთ, ვინც აიცრება. ეს იყო გადაწვეოილება, რომელიც დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ბიუჯეტიდან გამოყოფილია იმდენი თანხა, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 50 წელს ზემოთ ყველა ადამიანს, რომელიც აიცრება, მივცეთ 200- ლარიანი წახალისება. ჯერჯერობით, ეს ღონისძიება იანვრის თვისთვის გაგრძელდა, შემდგომ ვნახოთ“, - განაცხადა ღიბრაძემ.