ზესტაფონში, ჩხეიძის ქუჩაზე გზის სამანქანო ნაწილი ჩაინგრა.შემთხვევა დღეს მოხდა.გზა უხვმა ნალექმა და ძლიერმა წვიმამ დააზიანა.ინფორმაცია და ფოტოები სოციალური ქსელით გვანცა თოთაძემ გაავრცელა.როგორც ის ამბობს,გზის ქვეშ მდინარე გადის,რომელიც ნალექის გამო ადიდდა და სავალი ნაწილი დააზიანა. თოთაძე ზესტაფონის მერიას და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმართავს.
"წამებული გზა. ვინ იცის რამდენჯერ ამოუვსიათ ზუსტად ამ ადგილზე გაჩენილი მცირე ზომის ხვრელი. ამჯერად უამინდობასა და მდინარის გადმოსვლას ვეღარ გაუძლო "ხარისხიანად" შეკეთებულმა გზამ და სრულიად ჩავარდა.
კარგია, რომ მსხვერპლი არ არის, არც არავინ დაზიანებულა. უბრალოდ ამ ქუჩაზე მცხოვრებლებს/მომუშავეებს შემოვლითი გზით გვიწევს სიარული ( რომელიც ასევე რეაბილიტაციის პროცესშია)."-წერს გვანცა თოთაძე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხეიძის ქუჩის გარდა,უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლები დაზიანდა.