ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები გაძლიერებული ძალებით, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას.
ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სამმა სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა.
ხეობაში პერიოდულად ისევ ფიქსირდება ძლიერი ქარი, რაც ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, თუმცა მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ხანძრის გავრცელების არეალის გაფართოება და დროულად შეძლონ ყველა არსებულ კერაზე ცეცხლის ლოკალიზება-ლიკვიდაცია. ასევე, აქტიურად ტარდება შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიებები, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე.
რთულ, მიუვალ რელიეფზე, სადაც ცოცხალი ძალის მეშვეობით შეუძლებელია სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, ხანძრის ქრობის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.
მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა.
უ0პრეცენდენტო პროექტი „GET LOST WIZZAIR“(დაიკარგე ვიზიართან ერთად) იმერეთში.
26-28 აგვისტოს ქუთაისი არაბეთის გაერთიანებული საემიროდან ჩამოსულ 100 საერთაშორისო მედიაწარმომადგენელს, ბლოგერსა და ინფლუენსერს (მეწყვილეებთან ერთად) უმასპინძლებს, რომლებიც რეგიონის ღირსშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებსა და გასტრო სახლებს ესტუმრენიან.
„GET LOST WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ ავიაკომპანიის უკვე აპრობირებული პროექტი, ითვალისწინებს ინფო-ტურს, რომლის მონაწილეები გამომგზავრების დასაწყისში არ ფლობენ ინფორმაციას მათი მოგზაურობის დანიშნულების ადგილის შესახებ და პროექტის გამარჯვებულ ქალაქში (ქვეყანაში) მათი ჩასვლა არის სიურპრიზი.
ქუთაისი ამ პროექტში იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისა - DMO იმერეთისა და ევროპის ყველაზე სწრაფადმზარდი და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Wizz Air-ის, კერძოდ კი მისი შვილობილი კომპანიის Wizz air abu dhabi-ს თანამშრომლობის შედეგად ჩაერთო, კონკურენცია გაუწია ევროპის მოწინავე ქალაქებს და მოიპოვა კიდეც პროექტის განხორციელების უფლება.
როგორც ცნობილია, 600 მდე მსურველიდან შერჩული იქნა 100 ადამიანი, რომლებიც თავის მეწყვილეებთან ერთად სამი დღის განმავლობაში იმერეთის სტუმრები იქნებიან.
ვიზიტისათვის ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და თანაორგანიზატორობით DMO იმერეთის მიერ შემუშავდა სპეციალური სამდღიანი პროგრამა,რომელიც ითვალისწინებს მოკლე დროში მაქსიმალურად გახდეს შესაძლებელი სტუმრებისათვის იმერული განწყობის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბური ინფო-ტური პირველად ხორციელდება საქართველოში. პროექტის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. იმერეთის შესახებ სხვადასხვა ვიდეორგოლების გადაღება, რომელიც ინფორმაციასთან ერთად განთავსდება საერთაშორისო მედია პლატფორმებზე, გაზიარებული იქნება შერჩეული აპლიკანტების სოციალურ ქსელებში, რომელთა ჯამური გამომწერების რაოდენობა დაახლოებით 30 მილიონი ადამიანია.
პროექტში პარტნიორი ორგანიზაციების სტატუსით ჩართულები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ქუთაისის მერიის ფოლკლორის ცენტრის - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.