ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს.
კერძოდ, კითხვაზე, „როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას“, გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ „ცუდად“. 41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 7% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 1% პასუხზე უარს აცხადებს.
კვლევის თანახმად, მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად თბილისის, სხვა დიდი ურბანული დასახლებების და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან განწყობილნი.
კერძოდ, მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს თბილისში გამოკითხულთა 60%, ხოლო კარგად - 35%.
დიდი ქალაქები: ცუდად 59%, კარგად 34%; პატარა ქალაქები: ცუდად 49%, კარგად 44%; სოფლები: ცუდად 44%, კარგად 45%;
რაც შეეხება მათ განაწილებას პარტიული მხარდაჭერის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხულთაგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 13%, ხოლო კარგად 84%. გამოკითხულებს შორის ოპოზიციის მხარდამჭერების 75% მთავრობის საქმიანობაზე ამბობს, რომ ცუდია, 20% კი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს.
კვლევის თანახმად, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხული მოსახლეობის 28% - კარგად, 33%-საშუალოდ, 35%-ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი არ იცის 4% -მა. ინფორმაციისთვის, 2022 წლის მარტში, პრემიერის საქმიანობას გამოკითხულთა 26% -კარგად, 32% - საშუალოდ, 36% - ცუდად აფასებდა. პასუხი არ იცოდა გამოკითხულთა 6%-მა.
ამასთან, გამოკითხულთა 9% პარლამენტის საქმიანობას კარგად აფასებს, 45%-საშუალოდ, 41% - ცუდად. კითხვაზე პასუხი არ იცის - 4% -მა.
გამოკითხული მოსახლეობიდან პრეზიდენტის საქმიანობას 12% - კარგად, 43%-საშუალოდ, 40%-ცუდად აფასებს. 5%-მა პასუხი არ იცის. ინფორმაციისთვის, 2022 წლის მარტში, პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 24% - კარგად, 42%-საშუალოდ, 24%-ცუდად აფასებდა. პასუხი არ იცოდა გამოკითხულთა 9%-მა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით , მამაკაცი, რომელმაც მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციულ შენობასთან ოკუპანტი ქვეყნის დროშა გამოფინა, 500 ლარით დაჯარიმდა.
პირი, რომელმაც ოკუპანტი ქვეყნის დროშა აღმართა,გიორგი ძაგნიძეა.
შემთხვევა 30 აგვისტოს მოხდა,რის შემდეგაც ქუთაისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 21-ე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, (NDI) კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმეტესობა მასში მონაწილეობას მიიღებდა.
უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, პასუხები ასე გადანაწილდა: 66 % - სავარაუდოდ მიიღებდა, 34 % - სავარაუდოდ არ მიიღებდა.
ამასთან, კვლევის მიხედვით, არჩევნებზე წასვლაზე უარს ყველაზე ხშირად ეთნიკური უმცირესობების დასახლებაში მცხოვრები, ასევე გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ამბობდა. კერძოდ, უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები გამოკითხულებიდან 62 %-მა განაცხადა, რომ არჩევნებზე არ წავიდოდა, 38 %-მა კი აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა. ასევე, უშუალოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიდან 21 %-მა აღნიშნა, რომ არჩევნებზე არ წავიდოდა, ოპოზიციის მხარდამჭერებიდან კი იგივე მაჩვენებელი 26 %-ს შეადგენს. ხოლო იმ რესპონდენტებიდან, ვინც არ დაასახელა, რომელ პარტიას უჭერს მხარს, 45 %-მა განაცხადა, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ხმის მისაცემად არ წავიდოდა.
ფოტო არქივიდან .
ქუთაისში ყაზახეთის ქალაქ შიმკენტის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები შიმკენტის ტურიზმის ადმინისტრაციას წარმოადგენდნენ. მათი ვიზიტის მიზანი ქუთაისის ტურისტული პოტენციალის გაცნობა იყო.
სტუმრები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მიიღო. დაგეგმილია ქუთაისისა და შიმკენტის დამეგობრება. შეხვედრაზე ამ საკითხის საორგანიზაციო დეტალებზეც იყო საუბარი. ქუთაისის მერმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა ქუთაისში ჩამოსვლისთვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე…
პარასკევი სექტემბერი 12
In საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In პოლიტიკათავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია. განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა. "ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In პოლიტიკა13 და 14 სექტემბერს ქუთაისში,,Yellow Fest,,-მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში პირველ დღეს, 13 სექტემბერს იმღერებს…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო და სურსათში…
ოთხშაბათი სექტემბერი 10
In საზოგადოება