ამირან კოპალეიშვილის ოჯახის ბიზნესის შესახებ ინფორმაციას,,ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.
კოპალეიშვილი 2017 წლიდან ქუთაისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატია, უქიმერიონის სამაჟორიტარო ოლქიდან. ის ასევე 2021 წლიდან ახალი მოწვევის საკრებულოში ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარეა.
2018 წლიდან მან ყველა კომპანიაში წილები მისი ძმისა და მამის სასარგებლოდ დათმო. ის საკრებულოში შესვლამდე 2011 - 2017 წლებში სამშენებლო კომპანია შპს ,,გი-ან 2011’’-ის ფინანსური დირექტორი იყო. აღნიშნული კომპანია მამამისს, გია კოპალეიშვილს ეკუთვნის. შპს ,,გი-ან 2011’’ სახელმწიფო ტენდერებში 2014 წლიდან მონაწილეობს. ის მეტწილად გზების მოასფალტებისა და სხვადასხვა ტიპის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. 2014-2023 წლებში კომპანიამ 67 ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც 21-ში უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.
შპს გი-ან 2011 სახელმწიფო შესყიდვებში 2014 წლიდან მონაწილეობს და 27.6 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული.
27.6 მილიონიდან 20 მილიონი კომპანიამ კოპალეიშვილის დეპუტატად გახდომის შემდეგ მიიღო.
მოგებული 67 ტენდერიდან 21 ქუთაისის მერიის იყო და აქედან 10 ტენდერი კოპალეიშვილის გადეპუტატების შემდეგ გამოცხადებული.
კოპალეიშვილები ქუთაისის ისტორიულ მონაკვეთი 2,148 კვ.მ. მიწის ნაკვეთს 2016 წლიდან ფლობენ და იქ მრავალსართულიანი სასტუმროს აშენებას აპირებენ.
2018 წელს ამირან კოპალეიშვილმა საკრებულოში კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატი სცემა, რის გამოც მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, თუმცა პასუხსიგებაში დღემდე არ მიუციათ.