შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, იმერეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ბ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად, ლოკაციებზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები „კოკაინი“, „მდმა“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“ და „ლსდ“ ამოიღეს, ხოლო, ბრალდებული გ.ა.-ს ჩხრეკისას, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომელიც მან ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.
დაკავებები ასევე განხორციელდა თბილისსა და ბათუმში.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქუთაისში, წერეთლის გამზირზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 -14 მარტს, დროებით შეიზღუდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა.
გზა დაიკეტება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან ბალახვნის ცენტრამდე.
შესაბამისად, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზები:
N 1R ავტობუსი - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი და შემდეგ გააგრძელებს ჩვეული მარშრუტით.
N 3 ავტობუსი - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, წერეთლის ქუჩა და შემდეგ - ჩვეული მარშრუტით.
N 4 ავტობუსი - აღმაშენებლის გამზირი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა და შემდეგ - ჩვეული მარშრუტით.
N 5 ავტობუსი - აღმაშენებლის გამზირი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა და შემდეგ გააგრძელებს ჩვეულებრივად.
N 41 ავტობუსი - ფალიაშვილის ქუჩიდან მოძრავი : აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა და შემდეგ - ჩვეულებრივად; ხოლო ჭავჭავაძის გამზირიდან მოძრავი: კუპრაძის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა, მერაბ კოსტავას ქუჩა, აღმაშენებლის მოედანი და ფალიაშვილის ქუჩა.