ბავშვთა საერთაშორისო დღე საერთაშორისო დღესასწაულია,რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე 1925 წელს დაარსდა.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კი პირველი ივნისი 1950 წლიდან აღინიშნება .
1 ივნისს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ბავშვებისთვის გასართობი და კულტურული ღონისძიებები ეწყობა.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც დაცული იქნება მათი უფლებები.
ჭიათურაში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს 2 აუზის მშენებლობას, ასევე ადმინისტრაციული შენობის, პარკინგის, ბილიკების მოწყობას, ტერიტორიის გამწვანებას, გარე განათების და ძელსკამების დამონტაჟებას.

ამ დროისათვის ადგილზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის შენობების მოპირკეთება და ტერიტორიიდან მიწის მასის გატანა ხდება.

,,აქ, წლების წინ, ღია საცურაო აუზი იყო ბავშვებისთვის, რომლის აღდგენის სურვილი მოსახლეობას დიდი ხანია, ჰქონდა. ეს იქნება თანამედროვე ტიპის აუზი, სადაც ჭიათურლები ზაფხულის ცხელ დღეებს გაატარებენ", - აღნიშნა გივი მოდებაძემ.
აუზის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და წელს დასრულდება.
პროექტის ღირებულება 1 357 577 ლარს შეადგენს.
