ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახლადრეაბილიტირებულ სკვერში, 9 ზეთის ხილის ხე, სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივგების ნიშნად დაირგო.

ბაღდთის მერიის თვითმმართველობის ინიციატივით, ნერგეეთის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად ამავე სკვერში მემორიალური დაფა განთავსდება.
დღეს ქუთაისელი ჟურნალისტის,ქეთი ბერძენიშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი სახელწოდებით ,,სიზმრიდან გამოქცეული,, ელგუჯა თავბერიძის და ამერიკაში მცხოვრები ქუთაისელი ჟურნალისტის, ლელა ვაშაკიძის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.
საღამოზე წარმოდგენილი იქნა სამოქალაქო თეატრის პერფორმანსი ქეთი ბერძენიშვილის ლექსების მიხედვით, ყველა სტუმარს გადაეცა ლექსების კრებული წიგნის რედაქტორი ეკა თხილავა, მხატვარი ირმა კუხიანიძე.

საღამოს ორგანიზატორი იყო ჟურნალისტი მაია ყუფარაძე, მოდერატორი ხვიჩა ვაშაყმაძე.

რადიო „ძველი ქალაქის“ დამფუძნებელი და პროგრამების დირექტორი; რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი (2017-2020); ქეთი ბერძენიშვილი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა
ქეთი ბერძენიშვილი იყო „გენდერის მედიაცენტრის“ დირექტორი; ქუთაისის მუნიციპალიტეტის „გენდერული საბჭოს“ წევრი; ქუთაისის მერთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრი; ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მოდერატორი; არაერთი საერთაშორისო პროექტის ავტორი. 2021 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მოწვეული პრაქტიკოსი ჟურნალისტი (საგანი -რადიოჟურნალისტიკის პრაქტიკული კურსი.
ფოტოების ავტორი მამუკა კაკაურიძე.