ხვალ ქუთაისში ,,გემო ფესტი,, იწყება.გასტრონომიული დღესასწაული 15 და 16 ივნისს,ქალაქის ცენტრში,ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება.15:00 საათიდან გვიან ღამემდე შეკრებილი მოსახლეობისთვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართება,იქნება ღვინის და კვების ზონა, საბავშვო და ფეხბურთის ფან-ზონა,ასევე ჩატარდება კონცერტი.
,,გემო ფესტის,, ჩატარების პარალელურად,ქალაქის ცენტრში ავტომობილების მოძრაობის და პარკინგის წესები იცვლება.
9 - დან 17 ივნისის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და პარკინგი იზღუდება გრიშაშვილის ქუჩის დასაწყისიდან თეთრ ხიდამდე. მსგავსი შეზღუდვა, ასევე, დაწესდა ცისფერყანწელთა ქუჩაზე, 12-დან 18 ივნისის ჩათვლით.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების და ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს 1,4889 გრ. „ალფა-პვპ-ს“ და 0,087 გრ. „მეთადონს“. ნარკოტიკული საშუალების ნაწილი მან ქუთაისში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაასაღა, ხოლო ნაწილის გასაღებას ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად ცდილობდა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მეოთხე და 19, 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, გასაღების მცდელობა ჯგუფურად) წარედგინა.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.