ქუთაისელმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა, ბოლო პერიოდში, საერთაშორისო ასპარეზობებზე არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს.
ტყვიის მსროლელებმა იოანე ხვარეშიამ, რევაზ ლილუაშვილმა, ლუკა კობახიძემ და გიორგი მუმლაძემ; მოფარიკავე გივი ყურაშვილმა, ძიუდოისტებმა ლუკა თევდორაძემ და საბა ქარდავამ, მოჭიდავეებმა ზურაბ მელაძემ და ჯემსი გოგსაძემ, უშუისტებმა სერგო ალფაიძემ და გაბრიელ ქსევანიშვილმა საერთაშორისო ტურნირებში სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს. წარმატებული ახალგაზრდები ა(ა)იპ „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი სპორტსკოლების წარმომადგენლები არიან.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროტურნირებში მიღწეული წარმატება მიულოცეს სპორტსმენებს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.