ხონის მუნიციპალიტეტის მერი განაცხადებას , ავრცელებს. მერის ,ლადო ჯურხაძის გადაწყვეტილებით, ხონში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც 3 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა, მაისის თვეში დაგეგმილი ,,ხონელობა-გიორგობისა,, და ,,ბოლო ზარის ,, აღნიშვნასთან დაკავშირებული ყველა მუნიციპალური ღონისძიება გაუქმებულია.
,,დიდი ტკივილი მოგვაყენა სამი ახალგაზრდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ...
გლოვობს მთელი ხონი და შესაბამისად უახლოეს დღეებში დაგეგმილი ღონისძიებები, საზეიმო "ბოლო ზარი" მე-12 კლასელებისთვის და გიორგობა-ხონელობის დღესასწაული გაუქმებულია,, - ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე .
3 ახალგაზრდა ავტოავარიის შედეგად 18 აპრილს დაიღუპა. მსუბუქი ავტომანქანა ხიდიდან გადავარდა. უბედურ შემთხვევას 2 მგზავრი გადაურჩა.ისინი კლინიკაში მკურნალობენ .