შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთი პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 18 პირი.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი რაოდენობით ვაზნები, რამდენიმე ამფეთქი ფალია და კაფსულ-დეტონატორები. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება "გამომშრალი მარიხუანა“ და რეგისტრაციის წესების დარღვევით დამონტაჟებული „ლენტური ხერხი".