24 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება; 24 ივნისს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, ხოლო 25-26 ივნისს +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 ივნისს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. 25-26 ივნისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +27+29 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 24 ივნისს მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით 24 ივნისს +24, +26, ხოლო 25 და 26 ივნისს +30,+32 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 24 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით, 24 ივნისს +20, +22, ხოლო 25 და 26 ივნისს +28,+30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 24 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით, 24 ივნისს +18, +20, ხოლო 25 და 26 ივნისს +26,+28 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24-26 ივნისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 24 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 24 ივნისს შიდა ქართლში +24,+26 გრადუსი, 25-26 ივნისს +28+30 გრადუსი, ხოლო ქვემო ქართლში 24-26 ივნისს +29+31 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24-26 ივნისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 24 ივნისს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25 და 26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 24 ივნისს 23, +25, ხოლო 25 და 26 ივნისს +27+29 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 24 ივნისს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 24 ივნისს +16, +18, ხოლო 25 და 26 ივნისს +21+23 გრადუსი იქნება.
ჭიათურაში მეოთხე დღეა მაღაროელების ნაწილი შიმშილობს,ერთ-ერთმა პროტესტის ნიშნად გუშინ პირი ამოიკერა.ასევე შიმშილობს საპატიმროში 29 აპრილს დაკავებული 4 მაღაროელიდან ერთი-მერაბ სარალიძე.
,,ამასობაში ჭიათურაში შიმშილობის, პროტესტის რადიკალური ფორმებისა და უსამართო პატიმრობის ფონზე მიმდინარე „მუშა პროცესი“.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დასაქმებული მიიღებს ხელფასის 70%-ს, ხოლო დარჩენილი 30% იქნება ბონუსური სისტემის ფარგლებში. ანუ სრული ანაზღაურება — 100% — აღარ არის გარანტირებული, როგორც აქამდე იყო. ეს თანხა უნდა „გამოიმუშაო“, ხოლო მის ზევით შესრულების მიხედვით დაემატება ბონუსი (100%+).
ამასთან, კომპანიას ჯერ კიდევ არ გაუცია სამი თვის სახელფასო დავალიანება — დაახლოებით 60%-ის ოდენობით. აღარც იმ გამომუშავებულ თანხებზეა საუბარი, რომელიც უკვე შესრულებულია. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, მანგანუმი კვლავ მაღალი ინტენსივობით გადის ჭიათურიდან.
რეალობა ასეთია: დოვლათი ტოვებს ქალაქს და ქვეყანას, ხოლო მის საპირწონედ ამ დოვლათით გამომუშავებული თანხები ისევ არ ჩანს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ არ არსებობს შრომითი კონტრაქტები.
და მაინც — როგორ აღდგა ქალაქში და საწარმოში „მუშა პროცესი“?
სოლიდარობა და თავისუფლება: მერაბ სარალიძეს ,გიორგი ნეფარიძეს, არჩილ ჭუმბურიძეს ,თენგო გველესიანს. ,,-მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.
დაკავებული 4 მაღაროელის სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 2025 წლის 17 ივლისს.