შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ფაქტზე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 2002 წელს დაბადებული ტ.ტ. დააკავეს.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ ტ.ტ.-სგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველების მიერ ნივმთტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
14 და 15 ივნისს ქუთაისში,,გემო ფესტი,, გაიმართება. ღონისძიება 15:00 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება.
ფესტივალი ქუთაისში წელს მესამედ გაიმართება.ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, კვების და გასართობი სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი მოეწყობა.
ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი იმერული კერძები. „გემო ფესტის“ ფარგლებში გაიმართება კონცერტი.
ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
,,ძველებს უთქვამთ: „კარგი ამბავი ბევრჯერ მოყევი, რომ არავის გამორჩესო“.
ჰოდა ჩვენო ერთგულო, ძველო და ახალო სტუმარო - მოინიშნე, დაიმახსოვრე, თუნდაც ხელზე დაიწერე, რომ 14 და 15 ივნისს ქუთაისში გემო ფესტია.
ამის გამოტოვება რომ არ შეიძლება ან გინახავთ ან გსმენიათ მაინც.
ასე რომ შევხვდებით ქუთაისში, ხიბლით სავსე იმერეთში.,,წერია ფესტივალის შესახებ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.