საქართველო დადექი-დღეს ქუთაისში, მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება.
მოქალაქეები შეკრებას 19:00საათიდან დაიწყებენ.
მსგავსი აქცია დღეს თბილისსა და ბათუმშიც გაიმართება.
,,საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ საპყრობილედ გადააქციოს. უკვე ციხეში არიან პროდასავლური პარტიების პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ექიმები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები. ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას გვეხება — და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენც ციხეში ვიქნებით: ზოგი პატიმრად, ზოგი გუშაგად, მაგრამ ყველანი — ციხეში.
დღეს დუმილი მორჩილებაა. მაგრამ საქართველოს არ შეუძლია მორჩილება. ჩვენი დგომა, ჩვენი გამოჩენა, ჩვენი ხმა — ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანებს სჯერათ თავისუფლების.,,-წერია ინფორმაციაში.
ხარაგაულის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან.
ისინი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

მეწყრული პროცესების დეტალური შესწავლის მიზნით მუშაობს გეოლოგთა ჯგუფი. სპეციალისტები გამომწვევ მიზეზებს ადგენენ, რის შემდეგაც შესაძლო რისკების პროგნოზი გაკეთდება.
გასული ღამის განმავლობაში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობდა საფრთხის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ტერიტორიიიდან გადაყვანა.
ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს.
მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.