2024 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი შეადგინა.მათ შორის 20 755 ბიჭი და 18 728 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტით არის შემცირებული.
იმერეთში, 2024 წელს,4 494 ბავშვი დაიბადა,რაც 343_ით ნაკლებია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ყველაზე ცოტა ბავშვი რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გაჩნდა-237.ყველაზე ბევრი კი თბილისში-14 415.
2024 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -4 488 ერთეულით განისაზღვრა.
უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.
იმერეთში 2024 წელს 7 212 ადამიანი გარდაიცვალა, 2023 წელს კი 7 008.
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ქ. თბილისში 29-30 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 31 მარტს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +15, +17 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.