ქუთაისში ავტომანქანა ტროტუარზე ავარდა და პსპ-ს აფთიაქში შევარდა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
საბედნიეროდ,არავინ დაშავებულა.
ჩამსხვრეულია აფთიაქის ვიტრინა.ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ფოტო-,,ინფო-იმერეთის,, ვიდეოსქრინი.
ქუთაისში ავტომანქანა ტროტუარზე ავარდა და პსპ-ს აფთიაქში შევარდა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
საბედნიეროდ,არავინ დაშავებულა.
ჩამსხვრეულია აფთიაქის ვიტრინა.ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ფოტო-,,ინფო-იმერეთის,, ვიდეოსქრინი.
8 აპრილს,19 საათზე,ტელეკომპანია ,,რიონის,, ეთერში, საზოგადოებრივ პოლიტიკურ ტოკ-შოუში"თემა"-განათლების დაუსრულებელი რეფორმისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრებენ:აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები -თამარ ღვინიანიძე,მალვინა შანიძე.ფილოლოგიის დოქტორები-როზა დევდარიანი,ლია კუხიანიძე.მეორე საჯარო სკოლის დირექტორი-მურად ჯიშკარიანი.
ყოველ სამშაბათს, ტელერადიოკომპანია"რიონის"ეთერში,პროფესიონალები აქტუალური თემების ირგვლივ ,ნანა რობაქიძესთან ერთად.
გადაცემის ანონსის ლინკი :https://www.youtube.com/watch?v=KV2jBPsxPrQ
სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (“სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა. პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას. კომპანია “ვიმ- ბილ-დან საქართველო” აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე, მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული “სოფლის ნობათის” პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.
ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროს და მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მიმართავენ, რომ დაუყოვნებლივ გაუგზავნონ ან უფასოდ ხელმისაწვდომი გახდეს აფთიაქში სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლები, რომლებსაც მოსახლეობა ვერ ყიდულობს.
„ბატონო მინისტრო, მოგმართავთ გადაუდებელი საჭიროების გამო და გვაქვს გადაუდებელი დახმარების მოლოდინი.
ჭიათურაში ჰუმანიტარული კრიზისია, რაც გამოწვეულია მანგანუმის მოპოვების შეჩერებით და 3620 დასაქმებულის ანაზღაურების გარეშე დარჩენით.
მოგეხსენებათ, რომ ჭიათურა მონოინდუსტრიული ქალაქია, რაც ნიშნავს იმას, რომ მანგანუმის მოპოვებაზე და მაღაროელების შემოსავალზეა დამოკიდებული.
უკვე 5 თვეა მანგანუმის მომპოვებელმა კომპანიამ „ჯორჯიან მანგანეზმა” ყოველგვარი გაფრთხილების ან გეგმის გარეშე შეაჩერა საწარმოს მუშაობა და მესამე თვეა, სრულად შეწყვიტა საწარმოში დასაქმებულების ანაზღაურება.
ჭიათურის მოსახლეობა ეკონომიკურ კრიზისშია.
ბოლო რამდენიმე კვირა კი სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეების პირისპირ დგას საკვების და წამლების მუდმივი დანაკლისის გამო.
მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ გამოგვიგზავნოთ (ან უფასოდ ხელმისაწვდომი გახადოთ აფთიაქებში) სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლები, რომლებზეც მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება (ჩვენთვის ცნობილ, კრიზისულად საჭირო წამლების ჩამონათვალს ვურთავთ წერილს).
ასევე გადაუდებელი საჭიროებაა ბავშვთა ხელოვნურ საკვებზე, რომელზე დამოკიდებულიც არიან ჩვილ ბავშვთა ოჯახები და ბოლოს გვჭირდება აუცილებელი საბაზისო საკვები საყოველთაო შიმშილის შესამსუბუქებლად – ეს შეიძლება იყოს პური, შაქარი, ზეთი, ბურღულეული, კონსერვირებული საკვები და სხვა პროდუქტები.
ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. ეკონომიკური კრიზისის ფონზე თქვენი თანადგომა მატერიალურის გარდა მორალურადაც სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია”, – წერია ჭიათურელი მაღაროელების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.
„კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან გასული წლების მსგავსად, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება მკაცრი სანქციები”, - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი - ბზის ალურა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ქუთაისის #41- ე საჯარო სკოლაში ,სადაც საგამოცდო ცენტრია გახსნილი,დაგვიანების ფაქტი…
ხუთშაბათი ივლისი 02
In განათლებაისტორიაში მეოთხედ , ქუთაისის,, ტორპედო,, სუპერთასის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში ,, ტორპედომ ,, “იბერია 1999” დაამარცხა.…
ოთხშაბათი ივლისი 01
In სპორტიერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ,2 ივლისს დაიწყება. პირველი გამოცდა ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება . ქუთაისში…
ოთხშაბათი ივლისი 01
In საზოგადოებაა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის - ნ. გაბუნიას სახელობის #4…
სამშაბათი ივნისი 30
In კულტურაქუთაისის „ტორპედო“ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ფინალშია. ფინალი 1 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე…
სამშაბათი ივნისი 30
In სპორტიერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ,2 ივლისს დაიწყება. პირველი გამოცდა ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება . ქუთაისში…
ოთხშაბათი ივლისი 01
In საზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის საათები იცვლება. 2 -დან 24 ივლისის ჩათვლით…
სამშაბათი ივნისი 30
In საზოგადოებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და ქვემო-ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა გარემოს დაცვისა და…
სამშაბათი ივნისი 30
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების…
ორშაბათი ივნისი 29
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26…
კვირა ივნისი 28
In საზოგადოება