ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად ,ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამმართველოს მეხანძრე- მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა.
" გილოცავთ პროფესიულ დღეს, თქვენი შრომა ფასდაუდებელია.
მეხანძრე-მაშველი როგორც ქვეყნის, ასევე მოსახლეობის სიმშვიდის ერთ- ერთი გარანტია.
თქვენ გიწევთ პროფესიული მოვალეობა შეასრულოთ ექსტრემალურ და რთულ პირობებში, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შეგინარჩუნებიათ ადამიანებისთვის სიცოცხლე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას."-განაცხადა ბაღდათის მერმა კახა ენუქიძემ.