ფესტივალი ,,გემო ფესტი,, ქუთაისში სამი დღე გაგრძელდება. 14 და 15 ივნისის გარდა ფესტივალი სტუმრებს ხვალ,13 ივნისსაც უმასპინძლებს.აქტივობები 15:00 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება.
ფესტივალი ქუთაისში წელს მესამედ გაიმართება.ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, კვების და გასართობი სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი მოეწყობა.
ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი იმერული კერძები. „გემო ფესტის“ ფარგლებში გაიმართება კონცერტი.
ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.