(ა)იპ “სპეციალურმა სერვისებმა” ქალაქში მოსული ნალექის პარალელურად გზების გაწმენდის სამუშაოები დაიწყო. იწმინდება ცენტრალური ქუჩები.
ქალაქში დილიდან თოვს.სინოპტიკოსების პროგნოზით,თოვა მთელი დღე გაგრძელდება.
(ა)იპ “სპეციალურმა სერვისებმა” ქალაქში მოსული ნალექის პარალელურად გზების გაწმენდის სამუშაოები დაიწყო. იწმინდება ცენტრალური ქუჩები.
ქალაქში დილიდან თოვს.სინოპტიკოსების პროგნოზით,თოვა მთელი დღე გაგრძელდება.
დღეს ოთხი ჭიათურელი მაღაროელის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება.
პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება.
დაცვისა და ბრალდების მხარეები წარმოადგენენ საბოლოო რეპლიკებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით საბოლოო რეპლიკებს წარადგენენ.
ჭიათურის პროტესტის ოთხი მონაწილე - მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე, თენგიზ გველესიანი და გიორგი ნეფარიძე 29 აპრილს დააკავეს.
დაკავებულებს „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთ დირექტორზე თავდასხმას ედავებიან. პროკურატურა თენგიზ გველესიანისა და არჩილ ჭუმბურიძისთვის 4-დან 6 წლამდე, ხოლო მერაბ სარალიძისა და გიორგი ნეფარიძისთვის 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ125 (ოფიტარა-მელე) მონაკვეთსა და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ოფიტარა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).
ხვალ, 28 დეკემბერს, ქალაქ სამტრედიაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერში, საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება 17:00საათიდან დაიწყება.
საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სოფო ხალვაში, ანი კეკუა, გიორგი მეფისაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, „ჩვენი კვარტეტი“ და „ღამის შოუს ბენდი“.წამყვანები იორგი გაბუნია და ჯიმი აბესაძე.
ფოტო არქივიდან.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა და 2025 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
მერმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა.
ახალგაზრდული საბჭო აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელების პროცესში.
საბჭოში ხუთი თემატური კლუბი ფუნქციონირებს: განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებით, სადაც საბჭოს წევრებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები არაერთ მნიშვნელოვანი ინიციატივის და პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე…
პარასკევი ივლისი 03
In განათლებასაერთაშორისო თეატრალური ფესტივალის "თეატრალური იმერეთი“ დახურვის ცერემონია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. „თეატრალური იმერეთი“…
ხუთშაბათი ივლისი 02
In კულტურაა(ა)იპ “ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის” მონიტორინგის ჯგუფი რეგულარულად ახდენს ქალაქში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უნებართვოდ განთავსების…
ხუთშაბათი ივლისი 02
In საზოგადოებასაქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ქუთაისის #41- ე საჯარო სკოლაში ,სადაც საგამოცდო ცენტრია გახსნილი,დაგვიანების ფაქტი…
ხუთშაბათი ივლისი 02
In განათლებაისტორიაში მეოთხედ , ქუთაისის,, ტორპედო,, სუპერთასის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში ,, ტორპედომ ,, “იბერია 1999” დაამარცხა.…
ოთხშაბათი ივლისი 01
In სპორტია(ა)იპ “ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის” მონიტორინგის ჯგუფი რეგულარულად ახდენს ქალაქში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უნებართვოდ განთავსების…
ხუთშაბათი ივლისი 02
In საზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ,2 ივლისს დაიწყება. პირველი გამოცდა ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება . ქუთაისში…
ოთხშაბათი ივლისი 01
In საზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის საათები იცვლება. 2 -დან 24 ივლისის ჩათვლით…
სამშაბათი ივნისი 30
In საზოგადოებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და ქვემო-ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა გარემოს დაცვისა და…
სამშაბათი ივნისი 30
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების…
ორშაბათი ივნისი 29
In საზოგადოება