სამტრედიის მუნიციპალიტეტში მაშველებმა მდინარე რიონის მეორე მხარეს დარჩენილი ოთხი ადამიანი გამოიყვანეს.
ხანგრძლივი წვიმის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში პრობლემები შეიქმნა.
განსაკუთრებული პრობლემები შეექმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშის მოსახლეობას, ასევე წყალტუბოს და ხარაგაულს, სადაც მდინარე ძირულამ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა და ბორითის თემში დროებითი ხიდი წაიღო.
,,უხვმა ნალექმა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში შექმნა პრობლემები. ზოგან დაიტბორა სავარგულები, ჩაიხერგა გზები.თუმცა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამსახურები და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გზა ჩახერგილი არსად არ არის,,- აცხადებს ზვიად შალამბერიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში.
უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ბაშში.სოფელში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, დაზარალდა 15 ოჯახი. ზარალის დათვლა აწი დაიწყება.
,,მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა თუკი ნალექი გაგრძელდება, არის საშიშროება, რომ ვითარება უფრო დამძიმდეს. ვართ მზადყოფნაში,რომ საჭიროების შემთხვევაში დავეხმაროთ მოსახლეობას.- ,, აცხადებს ვალერიან ფოცხვერია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი.
ქუთაისში ორი დღეა გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. დაიტბორა ავტოქარხნის დასახლებაში ხარებავას ქუჩის ნაწილი.მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ პრობლემა დიდი ხანია აწუხებთ. დატბორილია 37-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც.
,,დიდი ხანია ეს პრობლემა გვაქვს. მთავარი, რაც გვაწუხებს, არის ის, რომ არ გვაქვს სანიაღვრე არხი. შარშან რამდენიმე ადგილას გაკეთდა სანიაღვრე, თუმცა ეს ბოლო ადგილი დარჩა გაუკეთებელი. წვიმის დროს ნიაღვარი მოდის და წყალი აქ გროვდება.,, აცხადებს შილაკაძე გიორგი, ადგილობრივი მცხოვრები.
,,იყავით მერიაში, მუნიციპალიტეტში, მაგრამ არავინ არ მოსულა . იძახიან დღეს გავაკეთებთ, ხვალ გავაკეთებთ, მაგრამ შედეგი ნოლი ,,-ამბობს ზურა ჩუბინიძე, ადგილობრივი მცხოვრები.
ქუთაისში დღეს ,,ღირსების მარში განათლებისთვის,, იმართება. მერიის შენობის წინ შეკრება 19:30 საათზე დაიწყო . მოქალაქეები…
ორშაბათი თებერვალი 16
In საზოგადოებაქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი შპს „იბერია სტარ გრუპ“-ის განცხადების პასუხს აქვეყნებს. ,,კომპანია, რომელიც საზოგადოებრივ აზრსა და…
ორშაბათი თებერვალი 16
In საზოგადოებამწვანეყვავილას ქუჩაზე 11 თებერვალს, ქვათაცვენის პროცესების განვითარების შედეგად, კლდის ფერდი ჩამოიშალა. ადგილზე დღეს ქალაქის მერი…
ორშაბათი თებერვალი 16
In საზოგადოებაშპს "იბერია სტარ გრუპი" ქუთაისში საგუბერნიო ციხის დემონტაჟს ახორციელებს და მის ადგილას საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას…
ორშაბათი თებერვალი 16
In საზოგადოებაქუთაისში დღეს დსღამოს ,,ღირსების მარში განათლებისთვის,, გაიმართება. მერიის შენობის წინ შეკრება 19:30 საათზე დაანონსდა .…
ორშაბათი თებერვალი 16
In საზოგადოებაქუთაისში დღეს ,,ღირსების მარში განათლებისთვის,, იმართება. მერიის შენობის წინ შეკრება 19:30 საათზე დაიწყო . მოქალაქეები…

In საზოგადოება