მმართველობის მონიტორინგის ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.ნოდარ ჩაჩანიძე ფეისბუქგვერდზე წერს,რომ გუშინ საღამოს "ჯორჯიანმანგანეზის"ხელმძღვანელობამ და კომპანიის სახელმწიფო მმართველმა ახალი პირობებით მოლაპარაკებების სურვილი გამოთქვეს.შედეგად კი სოფლის მოსახლეობამ მშრალ შიმშილობაზე უარი თქვეს და წყლის მიღება განაახლეს.კომპანია"ჯორჯიანმანგანეზთან" მოლაპარაკებებში შუქრუთელების მხრიდან ჩართულია მაღალკვალიფიციური იურისტი-მედიატორი.ნოდარ ჩაჩანიძე იმედოვნებს,რომ მოლაპარაკებები უმოკლეს დრო ში წარმატებით დასრულდება.
შუქრუთის მაცხოვრებლებმა რამდენიმე დღეა მშრალი შიმშილობა დაიწყეს.ისინი თბილისში,ამერიკის საელჩოსთან იმყოფებიან.ითხოვენ,რომ კომპანია "ჯორჯიანმანგანეზმა" მარგანეცის მოპოვების შედეგად მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაუროთ