ირაკლი ღარიბაშვილის ტქმით,ქუტაისის აეროპორტს დიდი პოტენციალი აქვს.
,,დღეს ვიმყოფებით ქუთაისის განახლებულ აეროპორტში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, განვითარებადია და წარმატებული პროექტია. გახსნის დღიდან ქუთაისის აეროპორტი ძალიან სწრაფად ვითარდება. მგზავრთა ნაკადი არის გაორმაგებული და გაოთხმაგებული. ახალი ტერმინალი ექვსჯერ დიდია, ვიდრე იყო პირველი ტერმინალი. ეს გვაძლევს მის საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტი მგზავრი შემოვა ამ აეროპორტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
,,დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული სივრცე. ტერმინალის საერთო ფართობი 6-ჯერ, 30 000 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა მთლიანი სივრცე, რაც მართლაც ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი აეროპორტის შესაძლებლობას ქმნის. ასევე პრაქტიკულად 4-ჯერ გაიზარდა მგზავრთგამტარუნარიანობა და განახლებული აეროპორტი 2.5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ქუთაისის აეროპორტში მოსულ მგზავრებს 2 000 კვადრატულ მეტრამდე კომერციული ფართები დახვდებათ, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მთლიანად საქართველოს ბიზნესისთვის, მათ შორის რეგიონალური, მცირე ბიზნესისთვის, ასევ გაიზარდა სარეგისტრაციო დახლები, გასასვლელები, ბარგის გაცემის ლენტი და ა.შ. ყველა პარამეტრით ეს არის უკვე საერთაშორისო სტანდარტების მსხვილი აეროპორტი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური პროექტი 2017 წელს დაიწყო. სახელმწიფომ ამ მიზნით 110 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. სხვადასხვა დროს პროექტის განხორციელებაზე 500-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტში ჩართული იყო 100 ზე მეტი წამყვანი ქართული და უცხოური კომპანია.