- საზოგადოება
- გადასვლები: 1011
დღეს 17 საათზე ,,რიონის ხეობის მცველები,, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით მორიგ შეხვედრას გამართავენ
მეორე დღეა რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები აღარ დგას, თუმცა მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის,,წარმომადგენლებს პროტესტის ძირიტად ადგილას, სოფელ ნამოხვანში დაბრუნების უფლება არ ეძლევათ. ფაქტს აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მაკა სულაძე ეხმაურება.მისი თქმით ,შეთანხმების ამ ფორმით შესრულება ფასადურია და მოლაპარაკების შემდგომ ეტაპებსაც ეჭვის ქვეშ აყენებს. სულაძის განმარტებით, ამ დროისათვის ხეობაში კვლავ საჭიროზე მეტი პოლიციელია მობილიზებული .
დღეს 17 საათზე მხარეებს შორის ევროკავშირის მედიატორობით მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება.

