ქუთაისში თითქმის მთელი დღეა თოვს.უამინდობამ გზებზე პრობლემები შექმნა.შეფერხებულია მანქანების მოძრაობა,მათ შორის გართულებულია მოქალაქეების გადაადგილება თეთრ ხიდზე.ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ.ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ა(ა)იპ " სპეციალურმა სერვისებმა" სოციალური ქსელით ფოტოები გაავრცელა,რომლის მიხედვითაც მეეზოვეებმა თეთრი ხიდის გაწმენდის სამუშაოები დაიწყეს.
ამ დროისთვის,ქუთაისში აღარ თოვს,თუმცა სინოპტიკოსები ისევ უამინდობას პროგნოზირებენ.