9 აპრილიდან 36 წლის შემდეგ, დღეს ქუთაისში,19:00 საათზე ,მერიის წინ, აქცია გაიმართება.
,,9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაფერია, რისთვისაც ქართველ ხალხს ოდესმე უბრძოლია.
იგი ერთდროულად სავსეა ტრაგიზმითა და გამარჯვებით.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას რუსეთმა მშვიდობიანი მომინტიგეების ძალმომრეობითი დარბევა დაიწყო.
მტკიცედ მდგარ ქართველ ხალხს უკან დახევაზე არც უფიქრია -
”არა! ფიცი გვაქვს ნათქვამი! ღმერთს შევფიცეთ!”
უხმოდ ებრძოდა ერთმანეთს ჯარი და უიარაღო ხალხი.
“რუსი ჯარისკაცები ქალებსა და ბავშვებს ურტყამდნენ ნიჩბებს თავში, კაცებს რომ ვერ მოერივნენ. სისხლის გუბეში ვიდექი და ვერ ვშველოდი მათ იმიტომ, რომ ოთხი რუსი ჯარისკაცი ცემით მიმათრევდა სადღაც" (9 აპრილის მონაწილე).
21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა რუსულ აგრესიას:
აზა ადამია
ნათია ბაშალეიშვილი
ეკა ბეჟანიშვილი
ნატო გიორგაძე
თამუნა დოლიძე
თინა ენუქიძე
ნინო თოიძე
ზაირა კიკვიძე
მანანა ლოლაძე
თამარ მამულიშვილი
ვენერა მეტრეველი
მამუკა ნოზაძე
ნანა სამარგულიანი
შალვა ქვასროლიაშვილი
მარინა ჭყონია-სამარგულიანი
ელისო ჭიპაშვილი
თამარ ჭოველიძე
ნოდარ ჯანგირაშვილი
მზია ჯინჭარაძე
მანანა მელქაძე
გია ქარსელაძე
"კიბეებზე, ქვაფენილზე, ქუჩებზე, მარადმწვანე ბუჩქებზე, ყველგან და ყველაფერზე, რასაც მზერა სწვდებოდა, მიმოფანტულიყო ტანსაცმლის ნაგლეჯები, ფეხსაცმელები, ძირითადად ქალის, ქუდები, ქაღალდის ნაკუწები, ერთმანეთში არეული, ალუფხული ხელჩანთები, ხელჩანთებიდან წამოყრილი სავარცხლები, პატარა სარკეები, ცხვირსახოცები; თავსაფრები, გაზეთების ნაფლეთები, დანაკუწებული ქურთუკები, პარფიუმერიის ნამსხვრევები, ნაირგვანი ფერის ქსოვილის ნახევები, ბიჟუტერია" (9 აპრილის მონაწილე).
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს (31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე) საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ასე დაიბადა მეორედ საქართველოს რესპუბლიკა, ქართველი ხალხის მიერ პირველი რესპუბლიკის იდეისადმი ერთგულებით.
ქართველი ხალხის ურყევი ნებით მოპოვებული დამოუკიდებლობა დღესაც დასაცავია რუსული რეჟიმისგან!
9 აპრილს, 19:00 სთ.-ზე, ქუთაისის მერიის წინ, პროტესტის ჩვეულ ადგილას, ერთად შევქმნათ დიდებული წამი.,,-წერია ინფორმაციაში.