- საზოგადოება
- გადასვლები: 546
დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფი ცდილობს პროცესის დაზიანებას-პროფკავშირების განცხადება მაღაროელებთან დაკავშირებით
ჭიათურაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს პროფკავშირები ეხმაურება.
მარგანეცის მომპოვებელმა კომპანიამ თანხმობა განაცხადა გააგრძელოს სამთომოპოვებითი მიწისქვეშა სამუშაოები, კონკრეტული დათქმებით. დათქმები მათ შორის შეეხება კადრებისა და პროცესების ოპტიმიზაციას, შუქრუთის მაღაროზე სამუშაო პროცესის აღდგენას.
,,მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას შემდგომ, რაც პროფკავშირების გარანტიით უკვე გაიცა 1 თვის 60%-იანი ანაზღაურება, 17 აპრილს, სააღდგომოდ, პროფკავშირების ძალისხმევით მაღაროელების ჩაერიცხათ კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული 60%-იანი ხელფასი.
პროფკავშირები მიესალმება სამთომოპოვებითი მიწისქვეშა სამუშაოების განახლების გადაწყვეტილებას, რაც კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან ერთად პროფკავშირის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა.
მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული პროფკავშირების პოზიციები, რომელიც ორიენტირებულია ამ რთულ ვითარებაში ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებისკენ.
სამწუხაროა, რომ შექმნილ ისედაც მძიმე მდგომარეობაში, დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფი, პროცესის ხელშეწყობის ნაცვლად, მაქსიმალურად ცდილობს მიმდინარე პროცესის დაზიანებას. ,,-საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება.